დღეს ოპოზიციურ პარტიების მერობის ყოფილმა კანდიდატებმა ეროსი კიწმარიშვილმა (,,ჩვენი საქართველო"), კობა ძლიერიშვილმა (,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია"), ნუკრი-ივანე შათირიშვილმა(,,პატრიოტთა ალიანსი") და ალექსანდრე ბერიძემ (არასაპარლამენტო ოპოზიცია) ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის მამუკა ჩიქოვანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ნაციონალური
მოძრაობის
და
ოპოზიციური
პარტიების
კანდიდატების
განცხადებას
დღესვე
გამოეხმაურა
ქართული
ოცნების
მერობის
კანდიდატი
დავით
ჯიქია
-,,ამ
კანდიდატების
მიერ
დღეს
გაკეთებული
განცხადება
კიდევ
ერთხელ
ადასტურებს,
რომ
15 ივნისის
არჩევნებამდეც
და
ახლაც
ისინი
მუშაობენ
ნაციონალურ
მოძრაობაზე
და
ფაქტიურად
მათ
სატელიტებს
წარმოადგენენ.
მათ
აქვთ
ერთადერთი
მიზანი,
რომ
დააბრუნონ
ხელისუფლებაში
ნაციონალური
მოძრაობა
და
ქვეყნის
განვითრება
ჩიხში
შეიყვანონ.
,,ქართულმა
ოცნებამ“ უკვე დაუმტკიცა საქართველოს და კონკრეტულად რუსთავის მოსახლეობას, რომ მას შეუძლია
ქვეყნის
განვითარება,
ძალმომრეობის,
ადამიანის
უფლებების
უხეში
დარღვევის,
საკუთრების
ხელყოფის
და
ზოგადად
იმ
უზნეობის
გარეშე,
რაც
ამ
ქვეყანაში
9 წლის
განმავლობაში
ტრიალებდა.
კანდიდატები,
რომლებმაც
დღეს
ნაციონალური
მოძრაობის
კანდიდატის
სასარგებლოდ
გააკეთეს
განცხადება
ქვეყნის
სწორედ
ასეთ
წარსულში
დაბრუნებას
აწერენ
ხელს.
12 ივლისის
არჩევნებამდე
5 დღე
რჩება
ჩვენ
აუცილებლად
გავიმარჯვებთ
ამ
არჩევნებში
და
არ
დავუშვებთ
ქვეყნის
წარსულში
დაბრუნებას.
დასასრულს
მინდა
ერთი
კითხვა
დავსვა,
ეთანხმებიან
თუ
არა
საკუთარი
კანდიდატების
პოზიციას
ამ
პარტიების
ლიდერები,
თუნდაც
ქალბატონი
ნინო
ბურჯანაძე,
ქალბატონი
ირმა
ინაშვილი,
ბატონი
კახა
კუკავა,
რადგან
დღეს
მათ
მიერ
წარმოდგენილმა
მერობის
კანდიდატებმა
მთლიანად
გაიზიარეს
ნაციონალური
მოძრაობის
პოზიცია
და
მხარი
დაუჭირეს
რუსთავის
იმ
წარსულში
დაბრუნებას,
რომელიც
ძალადობასთან
და
ადამიანის
უფლებების
უხეშ
დარღვევასთან
ასოცირდებოდა.“-დავით
ჯიქია

No comments:
Post a Comment