რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, ავტობაზრობის შესასვლელთან ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ,,ტოიოტას" მარკის ორი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაიცით, ,,ტოიოტა კამრის" მარკის ავტომობილს ქალი მართავდა, ხოლო ,,ტოიოტა ისტის" მარკის ავტომობილში ორი მამაკაცი იჯდა. შეჯახების შედეგად ,,ტოიოტა ისტის" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები არიან ორივე მანქანაში მსხდომები. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ისინი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
წყარო:
www.ipn.ge
No comments:
Post a Comment