31 July 2014

ანა გოჩაშვილი: სწორედ 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ აუკრძალა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს მასთან დარეკვა!


პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი  ანა გოჩაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

როგორც ჩანს მორიგ "ბოდვას" ამზადებენ და ბარემ ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ იმას, რაც თავად ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს ნათქვამი - ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს საბოლოოდ სწორედ 7 ნოემბრის შემდეგ დაემშვიდობა. სწორედ დარბევის შემდეგ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო შედგა ბოლო სატელეფონო საუბარი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს მასთან დარეკვა აუკრძალა! ხო, კიდევ, არასდროს ბიძინა ივანიშვილის ფულით იარაღი არ შეუძენიათ, მით უმეტეს ის რეზინის ტყვიები, რომლებიც უხვად გვესროლეს 7 ნოემბერს! გეყოთ, სირცხვილია!!!“ - წერს გოჩაშვილიფეისბუქისსაკუთარ გვერდზე.


წყარო: www.reportiori.ge

No comments:

Post a Comment