კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის"
თბილისის
მერობის
კანდიდატებს
დავით
ნარმანისა
და
ნიკა
მელიას
შორის
დებატები
ხვალ
გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დებატები ხვალ,
20:00 საათზე
სასტუმრო
"შერატონში"
შედგება.
მათივე ინფორმაციით, გადაცემის სიგნალს ყველა ნაციონალური მაუწყებელი მიიღებს. ამასთან, დებატების დროს ყველა მედიასაშუალებას უფლება მიეცემა,
რომ
დავით
ნარმანიასა
და
ნიკა
მელიას
შეკითხვებით
მიმართოს.
როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა გიორგი
გეგეჭკორმა
განაცხადა,
"ქართულ
ოცნების"
კანდიდატი
ასეთი
დებატებისთვის
მზად
არის.
"ჩვენ, ჩვენის მხრივ პრინციპული თანხმობა გვაქვს გაცხადებული ასეთი ტიპის დებატებისთვის და დარწმუნებული
ვარ,
ჩვენი
ოპონენტებიც
არსებულ
თანხმობას
არ
გადათქვამენ",
- აღნიშნა
გეგეჭკორმა.
No comments:
Post a Comment