08 July 2014

"რუსთავი 2"-ის უარი - დებატები არ იქნება

ტელეკომპანიარუსთავი 2“ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს პირდაპირ ეთერში არ გადასცემს. როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამპირველ რადიოსგანუცხადა, ტელეკომპანია საკუთარი გადაცემების შეწყვეტას დებატების გამო არ აპირებს, შესაბამისადრუსთავი 2“-ის ეთერში მერობის კანდიდატების დებატების პირდაპირი ტრანსლირება არ მოხდება.


ტელეკომპანიარუსთავი 2“ დებატებს პირდაპირ ეთერში არ გადასცემს. ჩვენ ჩვენი დებატები გვაქვს. ამას გარდა, დებატების დროს ეთერში გადისკურიერიდა ჩვენ ვერ შევწყვეტთ საინფორმაციო გამოშვებას დებატების გამო. მათ ეს გადაწყვეტილება მედიის გარეშე მიიღეს. ჩვენს ტელეკომპანიაში დებატები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

No comments:

Post a Comment