19 June 2014

პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლა.
მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.
სამუშაო საუზმის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" და „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ".
საუზმის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" და „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ".
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაესწრნენ. 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

No comments:

Post a Comment