19 June 2014

დამეხმარეთ შვილის მოძებნაში

სამართალდამცველები აჭარაში 21 წლის ბექა გოგიტიძეს ეძებენ. დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის მშობლების ინფორმაციით, ბექა მათ ბოლოს 11 ივნისს ნახეს, როცა ის თურქეთში წავიდა. 

მათი თქმით, დაკარგული ქემალფაშაში, თითქმის 1 წელია კაფეში მიმტანად მუშაობს.

ახლობლები სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ბექამ საზღვარი 16 ივნისს 18:00 საათზე გადმოკვეთა და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. მათივე თქმით, მან მეგობარ გოგონას დაურეკა, შემდეგ კი, ტელეფონი გათიშა. ოჯახში არ მისულა. 

ოჯახმა ბექა გოგიტიძის ძებნა 17 ივნისს დაიწყო, მასც შემდეგ რაც კაფეს მეპატრონემ შეატყობინა, რომ იგი სამსახურში არ მივიდა. 

ბექა გოგიტიძე ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს. ამ სოფლიდან 10 თვის წინ 17 წლის დარეჯან დიასამიძეც დაიკარგა. გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.





No comments:

Post a Comment