ოთხი ხუთი მინისტრის თემა ჰაერიდან არ არის, ის ,რომ მას შეიძლება უნდოდეს მინისტრების შეცვლა რეალურია, რადგან არ არის ეფექტური მთავრობა.
ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა. “მოღალატე ოთხი ხუთი მინისტრის თემა ჰაერიდან არ არის, ის რომ მას შეიძლება უნდოდეს მინისტრების შეცვლა რეალურია, რადგან არ არის ეფექტური მთავრობა. მეც, რომ ვიყო მის ადგილას აუცილებლად შევცვლიდი მინისტრებს. ის თუ როგრო დალაგდება ურთიერთობა პრემერსა და პრეზიდენტს შორის, რთული სათქმელია. პარლამენტის თავმჯდომარემაც სცადა, რომ დაელაგებინა ეს ურთიერთობა, თუმცა უშედეგოდ. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია დალაგდება, რადგან ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო,” -განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
No comments:
Post a Comment