19 June 2014

ხვალ საქართველოს გერმანიის პარლამენტის წევრი ეწვევა

საქართველოს, ხვალ, გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტისა და შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მარტინ პეცოლდი ეწვევა. 

მარტინ პეცოლდი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თამარ ბერუჩაშვილს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მარიამ ჯაშს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ვიქტორ დოლიძეს და პარლამეტის სხვა წევრებს შევხდება. შეხვედრები ოპოზოციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაცაა დაგეგმილია. 

გარდა ამისა, მარტინ პეცოლდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე „ევროკავშირის მომავალი“ მოხსენებას წაიკითხავს. 

უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მარტინ პეცოლდი პრესკონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. პრესკონფერენცია 15:30 საათზე დაიწყება.

No comments:

Post a Comment