ვაკეში ორი ადამიანი მე-12 სართულიდან გადმოხტა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც “Front news”-ისთვის გახდა ცნობილი, მეთორმეტე სართულიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი, შემდეგ კი მისი დედა გადმოხტა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მისი მშობელი კი გადარჩა.
ფაქტი „Front news”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაიდასტურეს.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
No comments:
Post a Comment