14 May 2015

“ლეიბორისტული პარტია” მსუყედ დაფინანსდა “ნაციონალური მოძრაობისგან” (ვიდეო)

მემარცხენე ალიანსი“-ს ლიდერი და ყოფილი ლეიბორისტი, სოსო შატბერაშვილი, შალვა ნათელაშვილს უპირისპირდება და  დებატებში იწვევს.
სოსო შატბერაშვილმა, “ობიექტივი“-ს ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც მან პარტია დატოვა იყო ის, რომ შალვა ნათელაშვილი და ზოგადად პარტია, “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად იქცა, თუმცა აღნიშნავს, რომ იქ ჯერ კიდევ დარჩნენ პატიოსანი ადამიანები.
მისივე თქმით, პარტია მიხეილ სააკაშვილისგან დაფინანსდა და შალვა  ნათელაშვილმა, ავსტრიის ბანკში ასეულობით ათასი ევრო  შეიტანა, რომელიც ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო.
ლეიბორისტული პარტია მსუყედ დაფინანსდა “ნაციონალური მოძრაობისგან, გახდა მისი არაფორმალური წევრი და შალვა ნათელაშვილს, ავსტრიის ბანკში შეტანილი ჰქონდა ასეულობით ათასი ევრო. საიდან ეს ყველაფერი? ჩვენ ხომ ვიცით რატომ წამოვედით იქიდან.



No comments:

Post a Comment