14 May 2015

ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა

ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა.
„შეუძლებელია დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი, შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მთელი ქართველი საზოგადოების სახელით მივუსამძიმრე. დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი ვერ გადაფარავს. ჩვენ ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდზე, რუსთავში უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც იმყოფებოდა.

No comments:

Post a Comment