„მე არ ვიცი თამარ კორძაიას რა მოტივები ამოძრავებდა და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მას თავიდანვე ჰქონდა „რესპუბლიკურ პარტიაში“ შესვლის შესაძლებლობა, როდესაც ის ნაძალადევის რაიონში მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. სჯობს, თავიდანვე განაცხადო რომელ პარტიას ეკუთვნი შენი ხედვებითა და იდეოლოგიით და შეხვიდე იმ პარტიაში, რომელთანაც უფრო მეტი სიახლოვე გაქვს. შემდეგ, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებ კონკრეტული პარტიის სახელითა და ხელშეწყობით, პარლამენტში მოხვდები კონკრეტული პარტიის კვოტით და გადადიხარ სხვა პარტიაში, თუნდაც „რესპუბლიკურ პარტიაში“, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ცოტა უხერხულობას იწვევს ეს ყოველივე და არ არის სწორი საქციელი. რა თქმა უნდა, კოალიციაში მყოფ პარტიებში არსებობს გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ძირითადი პრინციპები ჩვენ საერთო გვაქვს. ამ ფონზე, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ცოტა უხერხულობას ვიგრძნობდი. უბრალოდ, როდესაც მას აშკარა სიახლოვე ჰქონდა „რესპუბლიკელებთან“ სჯობდა თავიდანვე იქ გაწევრიანებულიყო“, - აცხადებს კობახიძე.
შეგახსნებთ, რომ დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა და საპარლამენტო მოღვაწეობა „რესპუბლიკელების“ ფრაქციაში აქრგძელებს.
წყარო: www.veqtori.ge
წყარო: www.veqtori.ge
No comments:
Post a Comment