22 May 2015

მთავრობა 2015 წელს მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ელოდება


ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წელს ქვეყანაში მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ელოდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე  აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში, რამდენიმე ბიზნესფორუმი გაიმართა რაც კარგია რადგან უცხოული ინვესტორები ჩამოდიან და ადგილზე ეცნობიან ბაზარს.

ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, როგორც წესი ბიზნეს ფორუმებს შედეგი იმ წელსვე არ მოაქვს და კონკრეტული პროექტის განხორციელებისთვის  კომპანიას ერთი წელი უნდა გადაწყვეტილების მისაღებად. მისივე თქმით, ბიზნესფორუმები კარგი პლატფორმაა ცნობადობის ასამაღლებლად და ინვესტორების მხრიდან განწყობა დადებითია. ბოჭორიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა რაც ხდება რეგიონში ეს მათთვის შემაფერხებელი არაა და აქვთ რწმენა ქვეყნისადმი.

ბოლო ორ თვეში საქართველოში ქართულ-ებრაურლი, ქართულ-არაბული, ქართულ-ავსტრიული და "იბიარდის" ბიზნესფორუმი გაიმართა. 

No comments:

Post a Comment