25 May 2015
საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფა მოიგო
24 მაისს ლისაბონში მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფის ფინალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრები კანადას დაუპირისპირდა. ილია მაისურაძის გუნდის უპირატესობა მეტოქეზე აშკარა იყო და ჩვენმა გუნდმა დამსახურებულად იმარჯვა - 49:24.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 24:7 მოიგო, ჩვენებმა 4 ლელო გაიტანეს, მეტოქემ - 1.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო უხვქულიანი გამოდგა, კანადელებმაც გამოიღეს ხელი და საბოლოოდ 49:24 დაფიქსირდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. საერთო ჯამში, ქართველებმა კანადას 7 ლელო გაუტანეს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა გაისად ელიტაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება მიიღო.
კატეგორია:
სპორტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment