პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო აუქციონში გამარჯვებულ დეველოპერულ კომპანია „რედკოს" წარმომადგენლებს და მის უცხოელ პარტნიორებს შეხვდა.
ინვესტორმა მხარემ საქართველოს მთავრობის მეთაურს მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო, როგორც მოცემულ პროექტთან დაკავშირებით, ისე სხვა საინვესტიციო პროექტებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებზე. შედგა მოკლე პრეზენტაცია იმ სასტუმრო ბრენდთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს ბათუმში სასტუმროს მართვას.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.
გუშინ „კომერსანტი" წერდა, რომ „ბათუმი თაუერის" ოპერირებას სასტუმროების მენეჯმენტში მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული კომპანია განახორციელებდა. კონკრეტულად რომელ ოპერატორზე იყო საუბარი, ამას „რედკოს" წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური არ აკონკრეტებდა, თუმცა აცხადებდა, რომ ეს ბრენდი საქართველოში ამ დრომდე წარმოდგენილი არ იყო.
აღსანიშნავია, რომ Starwood Hotels & Resorts Worldwide, Inc. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის" მმართველიცაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიაა. ის სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში მსოფლიო ლიდერია და ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Westin, Sheraton, Four Points by Sheraton, The Luxury Collection, W Hotels, St. Regis, Le Méridien, Aloft, a Vision of W Hotels, Element by Westin.
ბათუმი თაუერი "რედკომ" აუცქიონის წესით მიმდინარე წლის მარტში შეიძინა. იურიდიულად ბათუმი თაუერის შენობა შპს „ბათუმი თაუერია", რომლის 100%-ს ბელიზში დაფუძნებული CELWOOD INVESTMENT LIMITED-ი ფლობს.
No comments:
Post a Comment