25 September 2014

შსს-ს გუნდი ევროპის პოლიციელების ლიგის გამარჯვებული გახდა (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წელს მესამედ გახდა. შსს- საფეხბურთო ნაკრებმა 18-21 სექტემბერს ქალაქ ვილნიუსში, ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგაში წელს, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, უკვე მეხუთედ იასპარეზა. სამინისტროს საფეხბურთო გუნდი უკვე 5 წელია მონაწილეობს აღნიშნულ ჩემპიონატზე და დღემდე 2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.


წელს ჩემპიონატზე ევროპის 8 ქვეყნის 20 გუნდი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრები თურქეთის, ისრაელის, ლიტვის დალიტვის პოლიციის საერთაშორისო ასოციაციისგუნდებს შეხვდა. ფინალური შეხვედრა ქართველმა პოლიციელებმა პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის გუნდთან გამართეს, რომელიც დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. გამარჯვებულ გუნდს ოქროს მედლები და ევროპის პოლიციელების ჩემპიონთა ლიგის თასი გადაეცა.



No comments:

Post a Comment