21 April 2015

დავით შავლიაშვილი გადადგა

მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა, ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დავით შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრის სახელზე დღეს დაწერა და მისი გადაყენების დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

No comments:

Post a Comment