კომპანიას გორის რაიონში ხილის ბაღები აქვს, სადაც ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი მოჰყავთ. „კავკასიის ნექტარი" ბიზნესის განვითარებას მარნეულის მუნიციპალიტეტსა და კახეთის რეგიონშიც გეგმავს.
კომპანიის დამფუძნებელი კანადელი ბიზნესმენები გურმანტ გრევალი და ამარჯიტ სინქჰ ჯატანა ორი წელია რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობენ და 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელეს.
ცნობილია, რომ კანადური კომპანია, რომელსაც საკუთარი ხეხილის ბაღებიც აქვს, აქტიურად თანამშრომლობს გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან და მათგან ხილს ყიდულობს.
No comments:
Post a Comment