თავდაპირველი
გადაწყვეტილებით, სანქციები ძალაში ორშაბათს
ან სამშაბათს უნდა
შესულიყო, თუმცა მოგვიანებით მათი
რამდენიმე დღით გადავადება გადაწყდა.
ევროკავშირის წარმომადგენლის, პია არენკილდე-ჰანსენის თქმით, სანქციები
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და
შესაბამისად, იქ არსებული
ვითარების მიხედვით უნდა გადაიხედოს.
ჯერჯერობით
ორივე მხარე, პრორუსული სეპარატისტები
და უკრაინის სახელმწიფო
ჯარები, პერიოდული სროლის მიუხედავად,
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ასრულებენ.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, პიოტრ
პოროშენკომ მარიუპოლში ვიზიტის დროს
განაცხადა, პრორუსულმა სეპარატისტებმა შეთანხმების
გაფორმების შემდეგ კიევს მათ
მიერ დაკავებული 1200 პირიც
გადასცეს.
თვალი თვალის წილ
ბოლო დროს სეპარატისტებმა უკრაინის
აღმოსავლეთში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს მიაღწიეს,
თუმცა პარასკევს ცეცხლის შეწყვეტის
გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
უკრაინის მხარის მონაცემებით, რომელსაც
აშშ-სა და
ევროპის ქვეყნებიც ადასტურებენ, ეს
წარმატებები, ძირითადად, რუსეთის მიერ
სეპარატისტებისთვის გაწეული სოლიდური სამხედრო
დახმარებით იყო განპირობებული.
მოსკოვი, თავის მხრივ, ამ
ბრალდებებს - სეპარატისტების დასახმარებლად ლუგანსკსა და დონეცკში
სამხედროების, საბრძოლო ტექნიკის და
შეიარაღების გაგზავნას კატეგორიულად უარყოფს.
ამის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული
სანქციების ახალი პაკეტი ორშაბათს
ფორმალურად მაინც დამტკიცდა.
დიპლომატების
თქმით, ახალი სანქციები რუსული
ნავთობკომპანიების „როსნეფტის“, „ტრანსნეფტისა“ და ასევე
„გაზპრომის“ წინააღმდეგ არის მიმართული.
ივარაუდება საერთაშორისო ბაზრებზე მათი წვდომის
შეზღუდვა, რაც, განსაკუთრებით „როსნეფტისთვის“,
რომელმაც სახელწმიფო სტურქტურებისგან გასულ
თვეს 42 მილიარდი დოლარი სესხი
აიღო, შესაძლოა, დიდი დარტმა
აღმოჩნდეს.
სანქციები
ვიზების გაცემასა და რუსი
ჩინოვნიკების, სეპარატისტების ლიდერების და ორგანიზაციების
აქტივების გაყინვასაც გულისხმობს.
ახალ სანქციებს უპასუხოდ არც
დიმიტრი მედვედევი დატოვებს. მისი
თქმით, მოსკოვი დასავლეთს, ნებისმიერი
მსგავსი მოქმედების შემთხვევაში, ასიმეტრიულ
პასუხს გასცემს. საქმე ეხება
დასავლეთის ავიახაზებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის
გამოყენებას. მედვედევის თქმით, ამ
მხრივ შეზღუდვების დაწესება ისედაც ფინანსური
სირთულეების წინაშე მდგომი კომპანიების
გაკოტრებას გამოიწვევს.
- ჩვენ პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე
ვმუშაობთ, ამიტომ რუსული ცა
ღია რჩება, თუმცა
თუ რუსეთის ენერგეტიკულ
სექტორთან მიმართებაში ახალი სანქციები ამოქმედდება
და რუსული ფინანსური
სექტორის საქმიანობის შეზღუდვა კიდევ გაგრძელდება,
ჩვენ ასიმეტრიული პასუხის
გაცემა მოგვიწევს, - განაცხადა მედვედევმა გაზეთ
„ვედომოსტისთან“ საუბრისას.
საქმე იმაშია, რომ რუსეთის
საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემთხვევაში,
ავიახაზების წარმომადგენლებს, რომლებიც რეისებს ევროპიდან
აზიის ქვეყნებში ახორციელებენ, გაცილებით
მეტი საწვავის მომარაგება
მოუწევთ, ვიდრე ეს აქამდე
სჭირდებოდათ. ამასთან, გაიზრდება ფრენის
ხანგრძლივობაც, რაც დისკომფორტს
(დროის და ფინანსების
კუთხით) არა მარტო
კომპანიის წარმომადგენლებს, არამედ მგზავრებსაც შეუქმნის.
ევროსაბჭოს
თავმჯდომარის ჰერმან ვან რომპეის
განცხადებით, ახალი სანქციები ძალაში
უახლოეს დღეებში შევა. მანამდე
კი ევროკავშირს უკრაინაში
განვითარებული მოვლენების შეფასების საშუალება
ექნება. ყველაფერი იმის მიხედვით
გადაწყდება, რამდენად შეასრულებენ მხარეები
მათ მიერ ნაკისრ
ვალდებულებას, რომელიც, თავის მხრივ,
აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის ორმხრივი
შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას გულისხმობს.
- სწორედ ამის მიხედვით გადახედავს
ევროკავშირი სანქციებს, - განაცხადა რომპეიმ.
წყარო: www. sazogadoeba.ge
No comments:
Post a Comment