როგორც უწყების ხელმძღვანელმა ვაჟა ფანჩულიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სრულად დასრულდება 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა,მოძრაობის გახსნა იგეგმება აღმოსავლეთ საქართველოში რუისის მიმართულებით, ასევე დამატებით ქუთაისში გაიხსნება 10 კილომეტრამდე მონაკვეთი, რომელიც მიმართული იქნება კოპიტნარის აეროპორტიდან სამტრედიისკენ.
ფანჩულიძის განმარტებით, მშენებლობა დაიწყება სამტრედია – გრიგოლეთის მეორე და მესამე ლოტზეც. მისივე თქმით, თვითონ სამტრედია – გრიგოლეთის მონაკვეთი ოთხ ნაწილადაა დაყოფილი - პირველზე და მეოთხეზე უკვე კონტრაქტორები, ანუ გამარჯვებული კომპანიები არსებობს და პირველზე უკვე სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ერთ – ერთ ბოლო ლოტზე უკვე ხელშეკრულება გაფორმებულია და გაზაფხულზე დაიწყებს სამუშაოებს.
რაც შეეხება შუა ორ მონაკვეთს, ფანჩულიძის ინფორმაციით, აქ სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და გამარჯვებული როგორც კი გამოვლინდება მშენებლობაც დაიწყება.
რაც შეეხება გასულ წელს, ვაჟა ფანჩულიძის ინფორმაციით, 2014 წელს დაახლოებით 40 კილომეტრზე მეტ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა მოძრაობის გახსნა.
No comments:
Post a Comment