24 April 2015

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება (ვიდეო)

ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სამინისტროს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სემეკ-ის წარმომადგენლებს მიმართა, შიდა საუბრების გასაჯაროებით მოსახლეობას ხელოვნურად ნუ დაძაბავენ.
„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხელოვნურად დადგმულ სპექტაკლს. ყველას მივმართავ თხოვნით, თავი შეიკავონ და ხელოვნურად ნუ ძაბავენ მოსახლეობას, ვიდრე არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია. არავითარი ტარიფის მატება არ იგეგმება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



No comments:

Post a Comment