პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილი თავის ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლუკაშენკომ განაცხადა, იგი საქართველოში მხოლოდ სოხუმშია ნამყოფი.
"ძვირფასო გიორგი, ჩვენ ადრეც უნდა შევხვედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქსა და ქვეყანაში. ჩემდა სამარცხვინოდ, მე არ ვარ ნამყოფი თბილისში, ფაქტობრივად არც სხვაგან საქართველოში, გარდა სოხუმისა. როგორც ისტორიკოსს ბევრი რამ მაქვს წაკითხული საქართველოზე, ბევრი რამ ვიცი და ვფიქრობ, რომ ეს ლეგენდარული ქვეყანაა", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო საქართველოს გუშინ ეწვია. პრეზიდენტის გარდა ის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება. ბელაურის პრეზიდენტი ილია მეორესთანაც გეგმავს შეხვედრას.
No comments:
Post a Comment