23 April 2015

ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 21%–ით გაიზარდა

ქართული პროდუქციის ექსპორტი 2015 წლის იანვარ-მარტში, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში 26%–ით გაიზარდა და „საქსტატის“ მონაცემებით, 170 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში იმპორტი ევროკავშირიდან 5%–ით შემცირდა და 467 მლნ დოლარი შეადგინა.

სულ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2015 წლის იანვარ-მარტში ევროკავშირის ქვეყნებთან 637 მლნ აშშ დოლარია შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე მხოლოდ 0,4%–ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 34% და იმპორტში 26%. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23%. 

No comments:

Post a Comment