23 April 2015

აჭარაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაში „ორბი ჯგუფი“ $40 მლნ–ს ჩადებს

აჭარაში ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება. კაჩინსკების ქუჩაზე 39 სართულიანი, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს „ორბი ჯგუფი“ ააშენებს და პროექტის განხორციელება ინვესტორს 40 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება. როგორც BPI-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, Orbi Beach Tower-ის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე სასტუმროსა და აპარტამენტების (სულ 850 ნომერი) გარდა, კომპლექსი მოიცავს სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და კაფეებს, რესტორნებს-ქართული ევროპული სამზარეულობებით, ღამის კლუბებს, აუზს, ფიტნეს-ცენტრს, დასასვენებელ ტერასებს, კაზინოს.
მშენებლობის პროცესში 400 ადამიანი დასაქმდება, მშენებლობის დასრულების შემდგომ კი დასაქმებულთა რაოდენობა 200–ით განისაზღვრება.

No comments:

Post a Comment