23 April 2015

Pegasus სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიმდინარე წლის 18 მაისიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს ავიაკომპანია Pegasus. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა სურვილი გამოთქვა პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განეხორციელებინა სტამბოლსა და ქუთაისს შორის, თუმცა, მოქმედი შეთანხმების შესაბამისად, ამ მარშრუტზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება შეუძლებელი იყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ერთობლივი ძალისხმევით, წერილობითი კონსულტაციები გამართეს თურქეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და მოხდა „საჰაერო ტრანსპორტის დარგში საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ შეთანხმების დანართში ცვლილების შეტანა და ქუთაისის დანიშნულების პუნქტად განსაზღვრა.

ამ მომენტისათვის Pegasus უკვე დანიშნულია სტამბოლი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველად.

No comments:

Post a Comment