05 September 2014

ღარიბაშვილი იარაღის ტარების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარების შესახებ კანონის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისკენ მოუწოდა, - შესაბამისი დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძეს და თეა წულუკიანს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მინისტრებმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა წარადგინონ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, მისი ინიციატივით, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას გამკაცრდა კანონი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, პრემიერი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე საუბარს მიზანმიმართულ, ხელოვნურ კამპანიად აფასებს და განმარტავს, რომ კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია, ხოლო სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ.


წყარო: www.netgazeti.ge

No comments:

Post a Comment