20 March 2015

პრემიერი მთავარ პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავარ პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართავს და შს სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გივი თარგამაძისთვის გადაცემულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს.
“მე მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო. ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს გენინსპექციამ გაათავისუფლა 1 თანამშრომელი, რომელიც ფარულად, უნებართვოდ აწვდიდა ინფორმაციას დეპუტატ გივი თარგამაძეს.
მივმართავ პროკურატურას, რომ დაუყონებლივ დაიწყონ აღნიშნული საკითხის გამოძიება, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, დროულად მოახდინონ რეაგირება კანონის შესაბამისად.
ეს არის დაუშვებელი ფაქტი, ვინც არ უნდა იყოს ეს, იქნება ეს მთავრობის წევრი, მაღალი თანამდებობის პირი თუ სხვა. დღეს საქართველოში არავინ არ დგას კანონის მაღლა”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

No comments:

Post a Comment