22 July 2014

ავიაბილეთები ძვირდება


ავიაკომპანიები ავიაბილეთების გაძვირებას გეგმავენ. ამის მიზეზი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფაა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით ავიაკომპანიებს შეცვლილი მარშუტებით ფრენა უწევთა. კერძოდ, უკრაინიდან მომავალი საჰაერო ხომალდები გამოივლიან ოდესის ტერიტორიას, შევლენ თურქეთში და შემდეგ საქართველოში. შეცვლილი მარშუტებმა კი საფრენი დროის ხანგძლივიბა და შესაბამისად ხარჯები გაზარდა. როგორცრეზონანსთანსაუბარში ავიაკომპანიაეარ კავკაზუსისხელმძღვანელი გიორგი კოდია აცხადებს, ძველი ტარიფები სამხრეთის რეისებზე შენარჩუნდება. რაც შეეხება ავიაბილეთებზე ფასის მატებას , ტარიფები დაახლოებით 10-15 %-ით გაიზარდება.

ავიაკომპანიებს სერიოზული შეზღუდვები აქვთ. ყველა დაგეგმილ ტრასაზე მოხდება რემარშუტირება, რაც საფრენი დროის ხანგძლივობას გაზრდის და გარკვეულ გავლენას ფასზეც მოახდენს. სანამ სიტუაცია არ დალაგდება , ნავიგაციური მარშუტები შეიცვლება. ვფიქრობ, ტარიფები 10-15%-ის ფარგლებში მოიმატებს, სადაც ფრენა ნახევრ საათზე მეტი ხნით გახანგძლივდება.

შედარებისთვის, თურქეთის, ათენის და რამდენიმე სხვა ქვეყნის მიმართულება არ გაძვირდება, მაგრამ პოლონეთის, მასტერდამის, ვარშავას და ევროპის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების მიმართულებით ფასი მოიმატებს. დიდი მოთხოვნის გამო ტარიფები ისედაც გაზრდილია, მაგრამ ზაფხულია და ეს ნაკლებად იგრძნობა. ზამთარში, როცა ფასებმა ტრადიციული კლება უნდა დაიწყოს, ეს არ მოხდება და მგზავრებს საჰაერო მიმოსვლა კვლავ გაზრდილი ფასით მოუწევთ. რა თქმა უნდა , იმ შემთხვევაში თუ კი სამარშუტო ცვლილებები შენარჩუნდება, რისი დიდი მოლოდინიც მაქვს“,- აცხადებს გიორგი კოდუა.
წყარო: www.pirveliradio.ge

No comments:

Post a Comment