რუსთავი მერი დავით ჯიქია საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესთან, მოადგილეებთან, ნოდარ შეროზიასთან და ლაშა ლობჯანიძესთან, ასევე მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე, ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. რუსთავის სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დავით ჯიქიას ინიციატივით დაიწყო და ოთხი კომპონენტისგან შედგება:
1) სანიაღვრე ქსელის მოწყობა თბილისი -წითელი ხიდის გზატკეცილზე
2) სანიაღვრე სისტემის მოწყობა მშვიდობის ქუჩაზე (ე.წ. კუზიანი ხიდიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე და გიორგაძის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე)
3) სანიაღვრე სისტემის მოწყობა ტაბიძის, დადიანის და სანაპიროს ქუჩებზე
4) სანიაღვრე ქსელის მოწყობა გორის და ყაზბეგის ქუჩის 1-ლი შესახვევის გადაკვეთამდე.
პროექტის სრული ღირებულება 956 567 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, წვიმის დროს იაღლუჯის მთიდან მომავალი წყლის ნაკადის ქალაქის სანიაღვრე სისტემაში გაშვება, რაც ფაქტიურად სრულად მოხსნის ძლიერი წვიმის დროს ქუჩების დატბორვის და წყალდიდობის საშიშროებას, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად მეორდებოდა რუსთავში.
მოგვიანებით, რუსთავის მერი ლეონიძის ქუჩის #2, 4 და 6 საცხოვრებელ კორპუსების მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობის პროცესს გაეცნო. ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ბილიკი კეთდება, ეწყობა ბორდიურები და იგება ფილები. დავით ჯიქია ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობასაც შეხვდა და ქალაქში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
დღესვე ქალაქის მერი მოადგილეებთან და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ააიპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების’’ #22 ფილიალში იმყოფებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ სველი წერტილების რეაბილიტაცია დასრულდა. სველი წერტილების კეთილმოწყობის სამუშაოები ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღში ხორციელდება.
No comments:
Post a Comment