როგორც ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს პროცესი შეეხო ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს და ევროპის სხვადასხვა ქვეყანას.
“ბოლო პერიოდში ძალიან რთული ვითარებაა ზოგადად რეგიონში. ეს რთული პროცესები ჩვენს ქვეყანასაც შეეხო. პირველ რიგში კი ეკონომიკის კუთხით. სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რა თქმა უნდა, დოლარის გამყარებამ მთელს მსოფლიოში ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის ევროს მიმართაც. ასევე, რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა პროცესებმა. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. ეს შეეხო რეგიონის ყველა ქვეყანას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

No comments:
Post a Comment