26 March 2015

"მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის"


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სამ თვეზე მეტია, რაც ჩვენ გვქონდა წინა პრესკონფერენეცია. მას ემდეგ საქართველოში ძალიან ბევრი რამ მოხდა, ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდა. ბუნებრივია, ბევრი კითხვა არის დაგროვილი საზოგადოებაში, მედიაში, ამიტომ მზად ვარ, რომ თქვენს მიერ დასმულ კითხვებს გავცე მაქსიმალუირად ამომწურავი პასუხები. სამწუხაროდ, საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს. მსურს კიდევ ერთხელ ანგარიში წარვუდგინო საზოგადოებას, თუ რას საქმიანობს მთავრობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

No comments:

Post a Comment