28 July 2014

კახა კალაძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
კალაძის თქმით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზები ჯერ კიდევ დადგენის პროცესშია.
"როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ღამით ელექტროსისტემაში შეგვექმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, თითქმის მთელი საქართველო დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ასეთი მასშტაბური ავარია ბოლოს ჩვენ გვქონდა 2010 წელს სამჯერ, ეს იყო ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრეში. ჩვენ რამდენიმე საათში მოვახერხებთ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას. ამ ეტაპზე მოსახლეობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს დენი მიეწოდება. მიზეზებს რაც შეეხება, მარტვილის რაიონის სოფელ დიდიჭყონის ანძასთან გაწყვეტილია ხაზები, დაზიანებული იყო 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი კოლხიდა და პალიასტომი. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ამ გამოწვეული ავარიის გამო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ექლექტროენერგია არ მიეწოდება", - განაცხადა კალაძემ.

No comments:

Post a Comment