30 March 2015

კიბეზე როგორც კი დადგამს ფეხს, პირველივე საფეხურზე, ესვრიან – ახდა თუ არა ლელა კაკულიას სიტყვები?



“ვხედავ ერთი პიროვნების სიკვდილს. ეს ბანკირია. მას, კიბეზე როგორც კი დადგამს ფეხს, პირველივე საფეხურზე, იქვე ესვრიან” – ეს სიტყვები, ქართველ წინასწარმეტყველ, ლელა კაკულიას ეკუთვნის, რომელიც მან 7 თებერვალს, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბანკირი არა, თუმცა ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს, საკუთარ სახლთან, სადარბაზოში შესვლისას მოკლეს.  შეიძლება ითქვას, ლელა კაკულიას სიტყვები ერთი-ერთში ახდა და ბევრი სკეპტიკოსიც დააფიქრა.
“ეს არის შურისძიება, რაც საბანკო საქმეებთან იქნება დაკავშირებული. ეს ძალიან საშიშია. ვხედავ, ადამიანები ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, ვერ აფასებენ საკუთარ მდგომარეობას და ფიქრობენ, გაჭირვებას შურისძიებით გაუმკლავდნენ. შურისძიება თითქოს მეტად ღრმად იდგამს ფესვებს საქართველოში; თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს: “მთავრობამ არ დასაჯა დამნაშავეები. ჩვენ ყველამ მიგვატოვა!”. ამ თემაზე არაერთხელ მაქვს ნაწინასწარმეტყველები რვა-ათი წლის წინ.” – წერდა კაკულია 7 თებერვალს.
უცნობია, გულისხმობდა თუ არა ლელა კაკულია, ბესიკ ხარძიანის მკვლელობას, თუმცა ფაქტია, ის რაც მან იწინასწარმეტყველა, ახდა.

No comments:

Post a Comment