27 March 2015

საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში

რეიტინგები ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გახდა. ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი რეიტინგი მთელი პოლიტიკური სპექტრისა და მედიის მსჯელობის თემად იქცა. რამდენად სანდოა „სანდო წყაროსგან“ და არა თავად მკვლევარი ორგანიზაციისგან მოწოდებული რეიტინგი, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ, მანამდე კი თვალი გადავავლოთ საქართველოს პოზიციებს ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგებში.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რეიტინგებზე საუბარს უსაქმური ადამიანების საქმედ მიიჩნევს, თავად ხშირად ახსენებს ხოლმე ქვეყნის რეიტინგებს სხვადასხვა  მიმართულებით.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველომ სხვადასხვა რეიტინგში "საფეხურეობრივი" წინსვლა მიპოვა, თუმცა რჩება უამრავი თემა სადაც პოზიციები არ შეცვლილა.
მეტნაკლებად წარმატებული საერთაშორისო რეიტნგების ჩამინათვალი ასეთია:
Frazer Institute-ის  "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი". 2014 წლისშეფასებით, საქართველოსრეიტინგი 5 ადგილითგაუმჯობესდა.
Heritage Foundation-ის "ეკონომიკურითავისუფლებისინდექსი". 2015 წლისშეფასებით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა და საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის კვლავ 22-ეპოზიციაზეა "უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით,.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის "გლობალურიკონკურენტუნარიანობისინდექსი“. 2011-12 წლებთანშედარებით, საქართველომპოზიცია 19 საფეხურითგაიუმჯობესა.
საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია რეიტინგის სამივე ფაქტორში, 7 კომპონენტში და 79 ქვე-კომპონენტში.
ეფექტიანობის გაძლიერების ფაქტორში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 7 საფეხურით
გაუმჯობესებული ქვეკომპონენტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
საკუთრებისუფლება  -  გაუმჯობესდა 35 პოზიციით
სასამართლოს დამოუკიდებლობა - გაუმჯობესდა 26 საფეხურით
დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 21 საფეხურით;
მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭვირვალეობა- გაუმჯობესდა 9 საფეხურით ;
არაოფიციალური გადასახადები და ქრთამი - გაუმჯობესდა 5 საფეხურითდა 23-ე ადგილზე გადმოინაცვლა 28-ე ადგილიდან;
ინვესტორების მხარდაჭერის გაძლიერება - გაუმჯობესდა 3 საფეხურით
ინფრასტრუქტურის ხარისხი- გაუმჯობესდა 4 საფეხურით
ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა - გაუმჯობესდა 11 საფეხურით
დანახარჯები სოფლის მეურნეობაში- გაუმჯობესდა 26 საფეხურით
ფინანსური მომსახურების არსებობა - გაუმჯობესდა 7 საფეხურით
ექსპორტის წილი მშპ-ში  - გაუმჯობესდა 21 საფეხურით
საერთაშორისო გამჭირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ - 2014 წლის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 175 ქვეყანას შორის მე-50 პოზიციაზეა 52 ქულით, ხოლო პირველ ადგილზეა რეგიონის (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია) 19 ქვეყანას შორის.
Moody’s Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba3 სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა (2014).
Fitch-მა დაადასტურა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “BB-“, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა (2014).

No comments:

Post a Comment