მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ისეთი ადგილი, სადაც
მოსახელობისა და ტურისტებისთვის შესვლა აკრძალულია. მიზეზი სხვადასხვაა, რადგან ყველა
მათგანს საკუთარი ისტორია და წარსული აქვს.
1.ლასკაუქსი (საფრანგეთი)
ლასკაუქსის გამოქვაბლების კომპლექსი, რომელიც
საფრანგეთში
მდებარეობს,
ერთ-ერთია
იმ
გამოქვაბულთაგან,
რომელის
კედლებზე
შესრულებული
ნახატები
15,000 წლის
წინ,
პალეოლითის
ხანაში
შეიქმნა.
გამოქვაბულთა
კომპლექსი
1940 წლის
12 სექტემბერს
სტუდენტებმა
აღმოაჩინეს,
ხოლო
ფართო
საზოგადოებისთვის
იგი
ცნობილი
უფრო
მოგვიანებით,
მეორე
მსოფლიო
ომის
დამთავრების
შემდეგ
1955 წელს
გახდა.
გამოქვაბული
ღია
იყო
ტურისტებისა
თუ
ადგილობრივებისათვის,
თუმცა
რამდენიმე
წელიწადში,
ფოტოგადაღებების
შედეგად
ნახატები
დაზიანდა.
ნამუშევრების
გადარჩენის
მიზნით,
1963 წელს,
გამოქვაბული
ფართო
მასებისთვის
დახურული
გახდა.
2. პოვეგლიის კუნძული
პოვეგლია პატარა კუნძულია, რომელიც იტალიაში, ვენეციასთან ახლოს მდებარეობს. მას იტალიელები მოჩვენებებითა და იდუმალებით
სავსე
ადგილად
მიიჩნევენ.
როგორც ცნობილია, იტალიაში 421 წელს ბუბონური
ჭირის
ეპიდემია
გავრცელდა,
ხოლო
ხელისუფლებამ
დაინფიცირებული
მოსახლეობა
პოვეგლიის
კუნძულზე
გააგზავნა.
მთავრობამ
მათი
დაწვის
გადაწყვეტილება
მიიღო
და
ათასობით
ადამიანი
კოცონზე
დაწვა.
იგივე
მოვლენა
იტალიაში
საუკუნეების
შემდგომ,
1630 წელს
განმეორდა.
პოვეგლია კიდევ უფრო საშიში მაშინ გახდა, როცა 1800 წელს კუნძულზე სულიერად დაავადებულთა თავშესაფარი გახსნეს.
ექიმები
პაციენტებზე
ექსპერიმენტებს
ატარებდნენ
და
აწამებდნენ
მათ.
ისტორიაში
ცნობილია
ფაქტი,
რომლის
თანახმადაც
ერთ-ერთი პაციენტი
ექიმის
შთაგონებით
კოშკიდან
გადახტა
და
გარდაიცვალა.
ამბობენ,
რომ
ამის
შემდეგ
კუნძულზე
ზარის
ხმა
ხშირად
ისმის
მიუხედავად
იმისა,
რომ
იქ
ზარი
აღარ
არსებობს.
3. ნიჰაუს კუნძული ჰავაიზე
ნიჰაუ ჰავაის დასახლებულ კუნძულებს შორის სიდიდით მეშვიდე ადგილზეა. იქ არ არის მაღაზია, რესტორანი, ელექტროენერგია ან სანტექნიკა.
ნიჰაუზე
ერთადერთი
მნიშვნელობის
მქონე
შენობა
სკოლაა,
რომელიც
მზის
ენერგიას
ეყრდნობა.
1864 წელს კუნძული ელიზაბედ სინქლერმა შეიძინა. ე.ი. ნიჰაუ სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში
გადავიდა.
სინქლერის
შვილიშვილმა
კი
1915 წელს
კუნძული
დახურულად
გამოაცხადა
და
იქ
შესვლის
უფლება
თითქმის
ყველას
აუკრძალა.
აკრძალვის
მიზეზი
კუნძულის
განსაკუთრებული
ბუნებისა
და
ძირძველი
კულტურის
შენარჩუნების
მცდელობა
იყო.
აკრძალვა
დღემდე
გრძელდება.
4. ისეს ტაძარი იაპონიაში
თითქმის 2 000 წლის წინ აშენებული ისეს ტაძარი მზის ქალღმერთს ეძღვნება და რადგან იაპონელებისთვის სიკვდილი და შემდგომ
მკვდრეთით
აღდგომა
რწმენის
ძირითადი
პრინციპია,
ტაძარს
მოსახლეობა
ყოველ
20 წელიწადში
ერთხელ
ანგრევს
და
ისევ
აშენებს.
ტაძრის
ნგრევა-აშენების
ტრადიცია
მეთერთმეტე
საუკუნეში
დამკვიდრდა
და
მას
შემდეგ
არ
დარღვეულა.
ისეს
ტაძარში
შესვლა
სასულიერო
პირისა
და
იაპონიის
იმპერატორული
ოჯახის
წევრების
გარდა
არავის
შეუძლია.
5. რუსეთის მეტრო
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარე ეს მეტრო სტალინის მმართველობის დროს ააშენეს.
საბჭოთა
კავშირის
პერიოდში
მისი
კოდური
სახელწოდება
D6 იყო.
მეტროს
სიგრძე
ქვეყნის
საზოგადოებრივი
მეტროს
სიგრძეს
აჭარბებს
და
თითქმის
მთელს
ქალაქს
აკავშირებს
ერთმანეთთან.
მიუხედავად
ამისა,
იგი
აღარ
ფუნქციონირებს
და
შესვლაც
აკრძალულია.
No comments:
Post a Comment