რუსთავის მერი დავით ჯიქია დღეს მინი-მეტალურგიულ საწარმო ,,ჯეოსტილის" ესტუმრა და ბრიტანულ-ინდური ინვესტიციებით გახსნილ ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.
დავით ჯიქიამ ,,ჯეოსტილის" მფლობელ ფარბიპ სინჰსა და საწარმოს დირექტორ საჯიფ ბალაკრიშნასთან ერთად, ფოლადსადნობი და ალმატურის საამქროები დაათვალიერა და მუშა-მოსამსახურეებს გაესაუბრა.
რუსთავის მერის განცხადებით, ,,ჯეოსტილი" აქტიურად მუშაობს მეტალურგიის სფეროში, ქარხანაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის ბაზრებზე ხდება.
,,ჯეოსტილში" 500 ადამიანია დასაქმებული. საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა ქარხნის ხელმძღვანელობა მომავალში წარმოების გაზრდას გეგმავს.
No comments:
Post a Comment