2015 წლის ზაფხულში ბათუმში, გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთაში, 182-ნომრიანი სასტუმრო „LEOGRAND“-ი გაიხსნება. წინასწარი ინფორმაციით, სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტები,საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი განთავსდება.
აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "Leogrand"-ში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კაზინო განთავსდება. ამავე უწყების ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 23 მილიონი დოლარია და სასტუმროში დაახლოებით სამასი ადამიანი დასაქმდება.
No comments:
Post a Comment