27 February 2015

ახალი საწარმო რუსთავში

დღეს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა გუგეშაშვილმა, რუსთავში, პროექტის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს
საწარმო, რომელიც პირველი პროდუქციის გამოშვებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყებს, შპს ,,ჯი არ სი“-ის ფილიალი იქნება რუსთავში და სამშენებლო მასალებს, ე.წ. სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ,,აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში ბიზნესმენებმა ქარხნისთვის საჭირო შენობა, რომლის ღირებულებაც 460000 ლარს შეადგენს, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეიძინეს. სამი წლის განმავლობაში, წარმოებაში ორმილიონნახევარი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. საწარმოში დანადგარები კორეიდან და ჩინეთიდან შემოდის, ნედლეულის მიღებას, ასევე კორეიდან და თურქეთიდან გეგმავენ. გამოშვებული პროდუქციის 85% საქართველოში გასაღდება, 15% კი, ექსპორტზეა გათვლილი. წარმოების ამუშავების შემდეგ, ქარხანაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 500-დან 700 ლარამდე იქნება. პირველ ეტაპზე, წარმოებაში ორმოცი რუსთაველი დასაქმდება. 

No comments:

Post a Comment