02 March 2015

სააკაშვილი კიევის ბარში სექს-სკანდალში გაეხვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ ბარში სექს-სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ქრონიკა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი და უკრაინაში პორტირებული „ნაციონალები“ უკრაინაში ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში შეკრებილან. სააკაშვილი გვარიანად გამომთვრალა და ერთ-ერთი ლამაზმანისთვის დაუდგამს თვალი. საკუთარი დაცვის წევრი მიუგზავნია ამ გოგოსთან და ერთი ღამის გატარება შეუთავაზებია. უცხო გოგონას მიშას დაცვის წევრისთვის სილა გაუწნია. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა რომელსაც სააკაშვილმა ერთი ღამით სექსი შესთავაზა, უკრაინაში მეტად გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ყოფილა. ეს ბიზნესმენი კი წარსულში პოროშენკოს ბიზნესპარტნიორი გახლდათ“, – წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, სააკაშვილს ამის გამო სერიოზული პრობლემები შექმნია.

No comments:

Post a Comment