ამის მიუხედავად. ფრენა კვლავ რჩება მგზავრობის ერთერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად. საიტ AirlineRatings.com–ის მონაცემებით, გასულ წელს ავიაკომპანიებმა 27 მილიონი რეისი განახორციელეს და 3,3 მილიარდი მგზავრი გადაიყვანეს.
საიტმა ასევე გამოავლინა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები.
აღნიშნული რეიტინგი დგება 10 წლის განმავლობაში დაფიქსირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლების გათვალისწინებით, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA–ს უსაფრთხოების აუდიტის მონაცემებზე, ასევე სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
რეიტინგი ასე გამოიყურება:
Air New Zealand – ავიაკომპანია, რომელმაც წარმატებით გადალახა 2000–იანი წლების კრიზისი. მისი რენესანსის კულმინაცია კი იყო AirlineRatings.com–ის მიერ Air New Zealand–ის მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელება.
Singapore Airlines–ი ცნობილია მომსახურების მაღალი ხარისხით. ის Business Insider–ის მიერ საუკეთესო ავიაკომპანიადაა აღიარებული.
მესამეა Finnair–ი, ფინეთის ნაციონალური ავიახაზები, რომელსაც უსაფრთხოების ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და რომელსაც 1960–იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული ავარია არ განუცდია.
მეოთხეა British Airways–ი, ევროპის ერთერთი უმსხვილესი ავიაკომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ ავიაკომპანიას რამდენიმე შემთხვევა უკავშირდება, მან ფატალური კატასტროფა მხოლოდ ერთხელ, 1976 წელს განიცადა.
Cathay Pacific – ამ კომპანიამ ახლახანს ბიზნეს–კლასის მომსახურების მხრივ მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტული მიიღო. ტერორისტული შეტევის გარდა, ავიაკომპანიას 1960–იანი წლების შემდეგ ფატალური კატასტროფა არ განუცდია.
Emirates Airlines: 1985 წლიდან მოყოლებული, ავიაკომპანიამ შეძლო ინდუსტრიის ერთერთ უდიდეს მოთამაშედ ქცევა. ამ 30 წლის განმავლობაში მან უსაფრთხოების მხრივ თითქმის სრულყოფილ მაჩვენებელს მიაღწია – სიკვდილით დასრულებული არცერთი შემთხვევა!
Etihad–ს უსაფრთხოების თვალსაზრისით ასევე უმწიკვლო რეპუტაცია აქვს –მართლაც საოცარია, როგორ გაიზარდა კომპანია 10 წლის განმავლობაში როგორც მასშტაბის, ისე რეპუტაციის თვალსაზრისით.
ტაივანურ EVA Air–ს შეუძლია დაიკვეხნოს „უმსხვერპლო“ წარსულით 1988 წლიდან მოყოლებული.
Lufthansa – კომპანია, რომელიც ფრანკფურტშია ბაზირებული და ბაზარზე 1955 წლიდან ოპერირებს. 1993 წლიდან მოყოლებული ავიაკომპანიის არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა მსხვერპლით.
Qantas – 93 წლის ისტორიის მქონე კომპანიას 1951 წლის შემდეგ არცერთი ფატალური კატასტროფა არ განუცდია.
No comments:
Post a Comment