თბილისის სასტუმროებში ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში ერთი ღამის გატარება 1416$ ღირს.
სასტუმრო "Redison Blue Iveria"-ში საპრეზიდენტო კლასის ნომრის ღირებულება 1200$-ია, 18%-იანი დღგ-ს ჩათვლით კი ფასი 1416$-ს შეადგენს. თბილისში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომრის მომსახურებაში დილის საუზმე, საცურაო აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი შედის. როგორც სასტუმროში აცხადებენ, ნომერზე მოთხოვნა უმეტესად უცხოელი სტუმრების მხრიდან არის.
1375$ ღირს "Tbilisi Marriott"-ის საპრეზიდენტო ნომერი. ნომრის მომსახურებაში შედის დილის საუზმე, ყავა და ჩაი ტკბილეულითა და არაალკოჰოლური სასმელებით. სასტუმროში 2 საპრეზიდენტო ნომერი მდებარეობს, რომელიც 3 პერსონაზეა გათვლილი. როგორც სასტუმროში აცხადებენ, ნომერზე მოთხოვნა მაღალია, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან.
307 დოლარად არის შესაძლებელი ნახევრად ლუქსის ტიპის ნომერში ღამის გათენება სასტუმრო "Courtyard Marriott"-ში. ნომრის ღირებულება 1 პერსონაზეა მოცემული, მის მომსახურებაში კი დილის საუზმე, სავარჯიშო დარბაზი და საცურაო აუზი შედის.
ყველაზე ძვირადღირებული ნომერი სასტუმრო "Rooms Hotel Tbilisi"-ში ერთ პერსონაზე დღგ-ს გარეშე 185 დოლარი ღირს. როგორც აიპრესს სასტუმროში განუცხადეს მის მომსახურებაში დილის საუზმე და უფასო ინტერნეტი შედის. ნომერში მეორე ადამიანის დამატების შემთხვევაში კი ფასს 15$ ემატება.
280$-ად არის შესაძლებელი ერთი ღამის გატარება "Holiday Inn"-ის ლუქს კლასის ნომერში. მომსახურებაში დილის საუზმე და სატრენაჟორო დარბაზი შედის.
200 ევროდ სთავაზობს სტუმრებს ლუქს კლასის ნომერს სასტუმრო "კოპალა". როგორც სასტუმროში აცხადებენ, ფასში დილის საუზმე და უფასო ინტერნეტი შედის.
წყარო: ipress.ge

No comments:
Post a Comment