გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
ქალაქ ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ჩატარებულ ატესტაციაში მონაწილეობა მიიღო 129 თანამშრომელმა. ატესტაციის პირველი ეტაპი (ტესტირება) გადალახა 72 ატესტანტმა, ხოლო ატესტაციის მეორე ეტაპი (გასაუბრება) 69 ატესტანტმა. აქედან:
• 6 თანამშრომელი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
• 60 შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
• 3 ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროება გადამზადებას.
რაც შეეხება კონკურსს: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2014 წლის 20 ოქტომბერს საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ პორტალზე, www.hr.gov.ge, გამოაცხადა კონკურსი 196 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად (მერია-181; საკრებულო-15).
1693 კონკურსანტის მიერ შემოტანილ იქნა 5000-ზე მეტი განაცხადი.
კონკურსის პირველი ეტაპი - დოკუმენტაციის წარმოდგენა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - წარმატებით გაიარა 881 კონკურსანტმა, რომლებიც გადაყვანილ იქნენ მეორე ეტაპზე.
კონკურსის მეორე ეტაპზე - ტესტირება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წლის 16 ნოემბერს ჩაატარა - 796 კონკურსანტი გამოცხადდა, აქედან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დადგენილი 70 პროცენტიანი ბარიერი დაძლია 401 კონკურსანტმა , რომლებიც გადავიდნენ კონკურსის მესამე ეტაპზე.
კონკურსის მესამე ეტაპი გასაუბრება გაგრძელდა ერთი თვე და კომისიის მიერ ხდებოდა კონკურსანტის იმ ცოდნის და უნარ-ჩვევების შემოწმება, რომელიც სავალდებულო პირობად იყო მითითებული გამოცხადებულ კონკურსში და ტესტირების ეტაპზე ტესტებში არ იქნა გათვალისწინებული (მაგ: დარგობრივი კანონმდებლობა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; რიგ პოზიციებზე უცხო ენის ცოდნა).
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კონკურსანტების გამოცდას ესწრებოდნენ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები და ასევე მოწვეული იყვნენ უნივერსიტეტის სპეციალისტები.
საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით კონკურსანტის თანხმობის შემთხევავში გასაუბრების პროცესს აკვირდებოდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნები) და მიმდინარეობდა ვიდეო/აუდიო ჩაწერა.
საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოვლინდა 157 კონკურსანტი (მერიაში - 145; საკრებულოში - 12), ხოლო 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა.
გამარჯვებული კონკურსანტების საშუალო მაჩვენებელი აღემატება 82 პროცენტს, რაც მაღალი შედეგია და მნიშვნელოვნად გაზრდის თვითმმართველობის საქმიანობის ხარისხს.
ინფორმაციისათვის: ჩაშლილ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდება 2 კვირის განმავლობაში
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურში ღირსეული კანდიდატები შეირჩენენ.
წყარო: www.psnews.ge
წყარო: www.psnews.ge
No comments:
Post a Comment