სამხრეთკორეული ავტოკონცერნი ”ჰიუნდაი” 2015 წელს 8,2 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, რაც ამ ბრენდისთვის ახალი რეკორდი იქნებოდა . სწორედ ასეთი მიზანი დაუსახა თავის თანამშრომლებს კონცერნის შეფმა ჩონ მონგ კოომ.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს კორეულმა კონცერნმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 8 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც ”ჰიუნდაის” ისტორიაში ასევე საუკეთესო შედეგი იყო, 2015 წელს კი გაყიდვების მხოლოდ 2,5 პროცენტით გაზრდა დაიგეგმა, რის მიზეზადაც კორეელები მსოფლიო ეკონომიკის არასტაბილურობას ასახელებენ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ”ჰიუნდაი” თავის შვილობილ კომპანია ”კიასთან” ერთად მსოფლიოში ყველაზე დიდ ავტომწარმოებლებს შორის მეხუთე ადგილზეა.
იმისათვის, რომ პროგრესი გაგრძელდეს, ”ჰიუნდაი” მომდევნო 4 წლის განმავლობაში 61 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ეს თანხა წარმოების გაზრდასა და ახალ მოდელებზე მუშაობას მოხმარდება.
წყარო:www.autobild.ge
No comments:
Post a Comment