კაზინო სასტუმრო და გასართობ კომპლექს „ლეო გრანდის" ტერიტორიაზე განთავსდება და სათამაშო ბიზნესს ქართულ ბაზარზე ყველასგან გამორჩეული სამორინე შეემატება.
ბათუმში, შავშეთის და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაზე ობიექტს თურქული კომპანია შპს. „მერსინ ტურიზმი" აშენებს.
კომპანიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა და ხელშეკრულების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე არანაკლებ 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
სამშენებლო ობიექტზე 100-მდე საქართველოს მოქალაქე დასაქმდა და მათი საშუალო ხელფასი 600 ლარს აღემატება.
სასტუმროს ოპერირების დაწყების შემდგომ, 20 წლის განმავლობაში კი, სასტუმროში დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე იქნება.
„ლეო გრანდის" ტერიტორიაზე 100 ნომრიანი სასტუმროსა და კაზინოს გარდა, სხვა გასართობი ობიექტები, სავაჭრო და საოფისე ფართებიც განთავსდება.
ამ ეტაპზე, სასტუმროს შენობის მშენებლობა დასრულებულია და გარე ფასადის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდნარეობს.
სასტუმრო-გასართობი კომპლექსი „ლეო გრანდი" 2016 წელს გაიხსნება.
No comments:
Post a Comment