09 January 2015

უკრაინელმა ჰაკერებმა მერკელის საიტი გატეხეს

გერმანიის მთავრობის, კანცლერ მერკელის, ბუნდესტაგის და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს იფიციალური ვებგვერდდები რამდენიმე საათი დაბლოკილი იყო, რისი მიზეზიც ჰაკერული შეტევა გახდა. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის შტეფან ზაიბერტის განცხადებით, ჰაკერული შეტევა საკმაოდ სერიოზული იყო, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ვინ დგას ამ შეტევის უკან. მოგვიანებით კი ჰაკერულ შეტევაზე პასუხისმგებლობა უკრაინულმა დაჯგუფებამ „კიბერბერკუტმა“ აიღო და ჰაკერებმა ასეთი შეტყობინება დატოვეს-„ჩვენ მივმართავთ გერმანელ ხალხს და გერმანიის მთავრობას, რომ შეწყვიტონ კიევის რეჟიმის ფინანსური და პოლიტიკურ მხარდაჭერა“.

No comments:

Post a Comment