16 January 2015

ზაზა ურუშაძის ”მანდარინები” ”ოსკარზეა” წარდგენილი (ვიდეო)

"ოსკარზე" წარდგენილი  უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დასახელდა.
ფილმი "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი. 
უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიტანია) და Wild Tales (არგენტინა). 
"ოსკარით" დაჯილდოების ცერმონია 22 თებერვალს გაიმართება.



No comments:

Post a Comment