საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, ფოსტის შენობაში შეიარაღებული მამკაცი შეიჭრა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელს სავარუდოდ სულ მცირე სამი მძევალი ჰყავს აყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ კოლომბოს პოლიციაში უცნობმა მამაკაცმა დარეკა, რომელმაც სამართალდაცავებს ფოსტაში მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან არსებული ცნობით, თავდამსხმელი "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატით არის შეიარაღებული. ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია უცნობია.
No comments:
Post a Comment