09 January 2015

პარიზთან ახლოს, ერთ-ერთ კომპანიაში თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს

პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში, ერთ-ერთ კომპანიაში თავდამსხმელებს მძევლები ჰყავთ აყვანილი.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ისმის სროლის ხმა. პოლიციის განცხადებით, სროლა მანქანის დევნას მოჰყვა იმ ადგილებში, სადაც პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სამძებრო ოპერაციას ატარებს. 
ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა და მძევალთა რაოდენობის შესახებ. 

No comments:

Post a Comment