09 January 2015
GDS-ის ეთერში „2030“ იწყება
ბიძინა ივანიშვილი ს ინიციატივით მზადებული სატელევიზიო პროექტი „2030" TV-GDS-ის ეთერში თებერვლიდან, 20 საათსა და 30 წუთზე გავა და როგორც მისი პროდიუსერი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, პირველი, მეორე, მესამე და საერთოდ, გადაცემის ყველაზე ხშირი სტუმარი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იქნება. „ გადაცემის თარიღს კონკრეტულად ვერ დავკიდებთ, მაგრამ ალბათ, ეთერში თებერვლიდან გავა. ამისათვის ყოველდღიურად ვმუშაობთ. საზოგადოების არ ვურჩევ ასეთ მოლოდინს, რაკი ეს გადაცემა გავა, აწი რაღა გვიჭირს, არაგვიც აღმა წავაო, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავსაც არ მოვიჭრით და ქართული ტელესივრცისთვის ერთი რიგიანი გადაცემა გამოვა. ეს იქნება საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა, რომელსაც მაკა ცინცაძე, ირაკლი შამანაძე და გიორგი უძილაური წაიყვანენ"- აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment